ნორვეგიაში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა დღეიდან უქმდება, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორმა განაცხადა.
„კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ თითქმის ყველა ზომას ვაუქმებთ. კორონავირუსის პანდემია აღარ წარმოადგენს მთავარ საფრთხეს ჩვენი უმეტესობის ჯანმრთელობისთვის. „ომიკრონის“ შტამი ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს და ჩვენ კარგად ვართ დაცული ვაქცინებით,“- აღნიშნა ნორვეგიის პრემიერმა.
ამასთან, ნორვეგიელები აღარ იქნებიან ვალდებულები, ერთმანეთისგან მინიმუმ ერთი მეტრის დისტანცია დაიცვან ან ხალხმრავალ გარემოში პირბადეები ატარონ.