პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ წარუდგინა.
პარლამენტში წარდგენილი მთვარობის ახალი შემადგენლობის მიხედვით, იუსტიციის მინისტრის პოსტს გოჩა ლორთქიფანიძე დაიკავებს. ლორთქიფანიძე 2013 წლიდან იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.
რაც შეეხება იუსტიციის ახალი მინისტრის ბიოგრაფიას და განათლებას: დაამთავრა ესექსის უნივერსიტეტის(ინგლისი) სამაგისტრო პროგრამა 1995 წელს; ჰარვარდის სამართლის სკოლის(აშშ) მაგისტრატურა 2004 წელს; 2011 წლიდან ფორდამის სამართლის სკოლის (აშშ) დოქტორანტი.
1991-2005წწ. საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მრავალმხრივი დიპლომატიის სფეროში; 2005 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში; 2007-2010წწ. კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი; 2010-2013წწ.ამავე უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი; 2013 წლიდან არის საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
უსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დაინიშნა.