13 თებერვალს ფედერალური კრება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მომავალ (მე-13) პრეზიდენტს აირჩევს. ფედერალური კრება შედგება 1472 დელეგატისგან, მათ შორისაა გერმანიის ბუნდესტაგის (პარლამენტის) ყველა დეპუტატი. არჩევნებზე ოთხი კანდიდატია წარმოდგენილი - ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი, გერჰარდ თრაბერტი, მაქს ოტე და შტეფანი გებაუერი.
გერმანიის მოქმედი ფედერალური პრეზიდენტის, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის საპრეზიდენტო ვადა 2022 წლის 18 მარტს იწურება. ფედერალური პრეზიდენტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაურია.