უკრაინის თავდაცვის მინისტრი: აგრესორი ვერ აიღებს ოდესას, ვერც ხარკოვს და ვერც სხვა ქალაქებს

ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულიად არიან მზად მტრის მოგერიებისთვის და უკრაინის მიწას არ დათმობენ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, 2014 წელი არ განმეორდება.

„ვისაც ერთხელ მაინც ჩაუხედავს თვალებში ჩვენი მებრძოლებისთვის, დარწმუნდება, რომ 2014 წელი არ განმეორდება და აგრესორი ვერ აიღებს კიევს, ოდესას, ვერც ხარკოვს და ვერცერთ სხვა ქალაქს. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულიად არიან მზად მტრის მოგერიებისთვის და არ დათმობენ უკრაინის მიწას“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

„ჩვენ გავაძლიერეთ კიევის დაცვა. ჩვენ გამოვიარეთ ომი და სათანადო მომზადება. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ მტრებს არა ყვავილებით, არამედ საჰარეო თავდაცვის სისტემებით, ჯაველინებით (ამერიკული გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი ტანდემური კუმულაციური ქობინით. რაკეტის მიზანზე გაყვანა ხორციელდება ავტომატურ რეჟიმში ინფრაწითელი გამიზვნის სისტემით, რითაც კომპლექსში უზრუნველყოფილია „გაისროლე-დაივიწყეს“ პრინციპი), სტინგერებით (ამერიკული გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, ეფექტური საშუალება რუსული მოიერიშე და საბრძოლო შვეულმფრენების ჩამოსაგდებად), NLAW-ით (შემდეგი თაობის მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, თავიდან იშორებს ყველაზე მოწინავე ტანკებსაც კი. საუკეთესოა ძალებისთვის, რომლებიც მოქმედებენ ყველა გარემოში, მათ შორის ჩაშენებულ ადგილებში). კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში!”, - განაცხადა თავის მხრივ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ვალერი ზალუჟნიმ.

Reuters-ის ცნობოთ, სამხედროები აცხადებენ, რომ უკრაინის დაზვერვა და არმია აკონტროლებენ სიტუაციას საზღვრებზე და კიევი კოორდინაციას უწევს მის ქმედებებს მოკავშირეებთან.

„წამყვანი დემოკრატიების ასეთი გაერთიანება ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა“, - აცხადებს ზალუჟნი.