უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და კანადის პრემიერ მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან სატელეფონო საუბარი გამართა.
„ჩვენ გვაქვს უცვლელი მხარდაჭერა საფრანგეთის მიმართ, გაააქტიუროს სამშვიდობო პროცესი „ნორმანდული ფორმატის" ფარგლებში და დაუპირისპირდეს პროვოკაციებს, რომლებიც კონფლიქტის დეესკალაციას გამოიწვევს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
როგორც Reuters-ი წერს, საფრანგეთის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, მაკრონმა პუტინთან საუბრისას ვერ დაინახა იმის ნიშანი, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას გეგმავს. ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასეგე განაცხადა, რომ საფრანგეთმა რეკომენდაცია მისცა საფრანგეთის მოქალაქეებს, თავი აარიდონ უკრაინაში მოგზაურობებს და შეუწყობენ ხელს საელჩოს თანამშრომლებსა და მათ ოჯახებს, თუ სურთ, რომ დატოვონ ქვეყანა.
რაც შეეხება ტრუდოსთან მოლაპარაკებებს, ზელენსკის თქმით, კანადა, კანადელი ხალხი უკრაინის ძლიერი მოკავშირეები არიან.უკრაინის პრემიერ-მინისტრმა კანადის პრემიერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
თავის მხრივ, ტრუდომ უკრაინასა და მის გარშემო რუსული სამხედრო ძალების მობილიზების, ასევე, რუსეთის მიმდინარე აგრესიისა და დესტაბილიზაციის აქტივობების შესახებ შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ ნებისმიერ შემდგომ სამხედრო შეჭრას უკრაინაში, სერიოზული შედეგები მოჰყვება.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა კანადის ძლიერ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რაც მოიცავს სამხედრო წვრთნებს და შესაძლებლობების განვითარებას ოპერაცია UNIFIER-ის მეშვეობით და ფინანსურ დახმარებას უკრაინის მთავრობისთვის
შეგახსენებთ, კანადამ საელჩოს კიევიდან ლვოვში დროებითი გადატანის გადაწყვეტილება მიიღო.
ცნობისთვის, 12 თებერვალს ბაიდენმა და პუტინმა ტელეფონით ერთი საათის განმავლობაში ისაუბრეს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა ჩაერთოს დიპლომატიაში, თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სრული კოორდინაციით, თუმცა თანაბრად მზად არის სხვა სცენარისთვის.