ევროკავშირის სურვილია, რომ საქართველომ მაქსიმალურად ისარგებლოს ღრმა და ყოვლისმომცევლი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით და ჩვენ, ამ მიზნის მისაღწევად, დაუღალავად ვმუშაობთ. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს.
მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, ექსპორტის გაზრდის კუთხით, მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნებოდა, როგორც საქართველოდან ევროკავშირში, ისე ევროკავშირიდან საქართველოს მიმართულებით.
ასევე, გაუმჯობესდა ქართული პროდუქციის სტანდარტები, რამაც სარგებელი მოიტანა, როგორც ქართველი მომხმარებლისთვის, ისე საქართველოდან ექსპორტის საკეთილდღეოდ.
"დღეს, ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ, მიუხედავად ჩვენი საერთო მიღწევებისა, მე, როგორც მოუთმენელ ადამიანს, არ შემიძლია, ზოგჯერ, არ დავფიქრდე იმაზე, რომ პროგრესი ჯერ კიდევ ლოკოკინის ტემპით მიდის.
ამ თემასთან დაკავშირებით, საგანგებოდ მინდა აღვნიშნო ის პროდუქტი, რომელიც სულ ახლახანს შევიდა ევროკავშირის ბაზარზე - ლოკოკინები!
შესაძლოა, თქვენ ის ადამიანი ბრძანდებით, რომელიც სათანადოდ აფასებს ამ დელიკატესს?
პირადად მე, მოდი ასე ვთქვათ, ამ პროდუქტის ზომიერი მომხმარებელი ვარ.
თუმცა, ევროპის ზოგიერთ ნაწილში მასზე მაღალი მოთხოვნაა და ვიმედოვნებ, რომ საქართველოში დღეს არსებული 50-მდე ლოკოკინის ფერმა ამ ახალი შესაძლებლობით ისარგებლებს.
ამასობაში, ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას,
რათა მომავალი თვეებისა და წლების განმავლობაში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ევროკავშირის ბაზარზე შესულიახალი ქართული პროდუქტების გაძლიერებას.
ევროკავშირის სურვილია, რომ საქართველომ მაქსიმალურად ისარგებლოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით და ჩვენ, ამ მიზნისმისაღწევად, დაუღალავად ვმუშაობთ.
ბოლო წლების განმავლობაში, ექსპორტის გაზრდის კუთხით, მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნებოდა, როგორც საქართველოდან ევროკავშირში, ისე ევროკავშირიდან საქართველოს მიმართულებით. ასევე, გაუმჯობესდა ქართული პროდუქციის სტანდარტები, რამაც სარგებელი მოიტანა როგორც ქართველი მომხმარებლისთვის, ისე საქართველოდან ექსპორტის საკეთილდღეოდ.
დღეს, ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესისავაჭრო პარტნიორია, მაგრამ, მიუხედავად ჩვენი საერთო მიღწევებისა, მე, როგორც მოუთმენელ ადამიანს, არ შემიძლია, ზოგჯერ, არ დავფიქრდე იმაზე, რომ პროგრესი ჯერ კიდევ ლოკოკინას ტემპით მიდის.
ამ თემასთან დაკავშირებით, საგანგებოდ მინდა აღვნიშნო ის პროდუქტი, რომელიც სულ ახლახან შევიდა ევროკავშირის ბაზარზე - ლოკოკინები! შესაძლოა, თქვენ ის ადამიანი ბრძანდებით, რომელიც სათანადოდ აფასებს ამ დელიკატესს? პირადად მე, მოდი ასე ვთქვათ, ამ პროდუქტის ზომიერი მომხმარებელი ვარ. თუმცა, ევროპის ზოგიერთ ნაწილში მასზე მაღალი მოთხოვნაა და ვიმედოვნებ, რომ საქართველოში დღეს არსებული 50-მდე ლოკოკინას ფერმა ამ ახალი შესაძლებლობით ისარგებლებს. ამასობაში, ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა მომავალი თვეებისა დაწლების განმავლობაში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ევროკავშირის ბაზარზე შესული ახალი ქართული პროდუქტების გაძლიერებას", - აღნიშნავს კარლ ჰარცელი.