ეუთოს ინფორმაციით, რამდენიმე ქვეყანას უკრაინიდან დამკვირვებლები გაჰყავს. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დამკვირვებლებმა უკრაინა რამდენიმე დღეში უნდა დატოვონ.
„სპეციალური სადამკვირვებლო მისია გააგრძელებს ეუთოს მიერ დამტკიცებული მანდატის განხორციელებას მისი დამკვირვებლებით, რომლებიც განლაგებულნი არიან უკრაინის ათ ქალაქში. სადამკვირვებლო მისია უმაღლეს პრიორიტეტს ანიჭებს მთელი მისი პერსონალის უსაფრთხოებას და გააგრძელებს უსაფრთხოების სიტუაციის მუდმივ შეფასებას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.