პარიზის პოლიციამ ცივი იარაღით შეიარაღებული თავდამსხმელი გაანეიტრალა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი იუწყება.
„პირი, რომელიც პოლიციელებს თავს დაესხა, ადგილზე გარდაიცვალა. ორმა პოლიციელმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო“, - აღნიშნა საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა.
როგორც ცნობილია, ინციდენტი ტერორიზმთან დაკავშირებული არ არის.