დღეს, თბილისის დროით 16:13 საათზე, სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მისი სიმძლავრე 3.9 (ML) მაგნიტუდა იყო.
მანამდე, საქართველოში 13 თებერვალს მომხდარი 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ მიწისქვეშა ბიძგები 6-ჯერ განმეორდა.