იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრaსი და პოლონეთის სეიმის მარშალი ტომაშ გროძკი ამ კვირაში უკრაინას ეწვევიან. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
განრიგის მიხედვით, დი მაიო უკრაინას ოთხშაბათს, 16 თებერვალს ეწვევა, ხოლო გროძკის ვიზიტი 17-18 თებერვალს გაიმართება. ლიზ ტრასის ვიზიტიც ამავე პერიოდშია დაგეგმილი.
„კიევი გადაიქცა საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრად. ამ კვირაში ჩვენ ვაგრძელებთ უცხოელი სტუმრების მიღებას. ეს არის ჩვენი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ელემენტი, რათა შევაკავოთ რუსეთი სიტუაციის შემდგომი გამწვავებისგან. მადლიერი ვარ ჩვენი პარტნიორების ამ რთულ პერიოდში“ უკრაინის მხარდაჭერისთვის“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. 15 თებერვალს დაგეგმილია მისი ვიზიტი მოსკოვში.