"მინდა დაგიდასტუროთ, მე ვმართავ კონსულტაციებს "ლელოსთან", "ევროპულ საქართველოსთან" და სხვა პოლიტიკურ ძალებთან - განაცხადა რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
"მინდა დაგიდასტუროთ, მე ვმართავ კონსულტაციებს "ლელოსთან", "ევროპულ საქართველოსთან" და სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთ საკითხთან დაკავშირებით, ეს არის როგორ მივაღწიოთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, როგორ არ დაზარალდეს დემოკრატია და ჩემი სამშობლო საქართველოს მაგივრად ისევ საქართველოს სსრ არ გახდეს.
მე მხოლოდ ამ საკითზე ვმართავ მუდმივ კონსულტაცებს. კონსულტაციების დროს კი ლაპარაკი პოლიტიკურ გაერთიანებაზე და ჩემ პოლიტიკაში ჩართვაზე, საარჩევნო კონტექსტში, საერთოდ არ ყოფილა და ჯერჯერობით არც მოიაზრება." - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.