უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში უკრაინის თავდაცვის კონკრეტული სამართლებრივი გარანტიების ჩართვის აუცილებლობა განიხილეს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინასა და გერმანიას საერთო ხედვა აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ ესკალაცია უკრაინა-რუსეთის საზღვარზე „უპრეცედენტო გამოწვევაა“ ევროპისა და მსოფლიოსთვის. მისი თქმით, უკრაინა არის საიმედო მოკავშირე და დემოკრატიის რეალური დამცველი რეგიონში.
„უკრაინის გარეშე ევროპაში უსაფრთხოების ფუნქციონალური არქიტექტურის შექმნა შეუძლებელია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.