აშშ ევროპაში დამატებით საბრძოლო თვითმფრინავებს გზავნის

კიდევ რვა ამერიკული F-15 საბრძოლო თვითმფრინავი დღეს პოლონეთში ჩავიდა, რათა მონაწილეობა მიიღოს NATO-ს საჰაერო პატრულირების მისიაში იმ ფონზე, როდესაც რუსული ესკალაცია გრძელდება პოლონეთის საზღვარზე უკრაინასთან.

„დღეს უფრო მეტი ამერიკული F-15 გამანადგურებელი დაეშვა ლასკის ბაზაზე. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა Twitter-ზე.

შაბათ-კვირას, აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დამატებით 3000 ამერიკელი ჯარისკაცი გაიგზავნება პოლონეთში უახლოეს დღეებში. ჯარისკაცების პირველი ჯგუფი უკვე ჩავიდა პოლონეთში.