აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტის იმედი არ არის დაკარგული, მაგრამ აღნიშნეს, რომ სიტუაცია დაძაბული რჩება.
ჯო ბაიდენისა და ბორის ჯონსონის სატელეფონო საუბარი 40 წუთს გაგრძელდა. თეთრი სახლის ცნობით, მხარეებმა განიხილეს მიმდინარე დიპლომატიური და შეკავების მცდელობები უკრაინის საზღვრებზე რუსეთის მიერ სამხედრო ძალების გაძლიერების საპასუხოდ და დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
მათ განიხილეს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე თავდაცვითი პოზიციის გაძლიერების მცდელობები და ხაზი გაუსვეს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის მჭიდრო კოორდინაციას, მათ შორის მზადყოფნას, დააწესოს რუსეთის წინააღმდეჰ მძიმე შედეგები, თუ ის შემდგომ სამხედრო ესკალაციის გზას აირჩევს.
დაახლოებით ერთი საათის წინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს: „გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ“.
რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უარყოფს, მიუხედავად იმისა, რომ საზღვარზე 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განალაგა.