სერბი ჩოგბურთელი, ნოვაკ ჯოკოვიჩი აცხადებს, რომ ურჩევნია, უარი თქვას მომდევნო საჩოგბურთო თასებზე, თუ დააძალებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთოს, - ამის შესახებ BBC წერს.
ამასთან, ჯოკოვიჩს ჰკითხეს, ვაქცინასთან დაკავშირებული პოზიციის გამო, გასწირავდა თუ არა ისეთ შეჯიბრებებში მონაწილეობის შანსს, როგორებიცაა უიმბლდონის ტურნირი და საფრანგეთის ღია პირველობაა, რაზეც მან თქვა: „დიახ, ესაა ფასი, რომლის გადახდისთვისაც მზად ვარ“.
„არასდროს ვყოფილვარ ვაქცინაციის წინააღმდეგი, ბავშვობაშიც მაქვს აცრები გაკეთებული, მაგრამ ყოველთვის მხარს ვუჭერდი არჩევანის თავისუფლებას იმის გადასაწყვეტად, თუ რას შეუშვებ საკუთარ ორგანიზმში“, - ამბობს ჯოკოვიჩი.