ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ვაქცინაციისა და ტესტირების დაბალი მაჩვენებელი ახალი ვარიანტების გაჩენისთვის იდეალურ პირობებს ქმნის.
„ვაქცინაციისა და ტესტირების დაბალი მაჩვენებელი ახალი ვარიანტების გაჩენისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. ჩვენ შეგვიძლია მიმდინარე წელს პანდემია კონტროლის ქვეშ მოვაქციოთ, თუმცა ამ შესაძლებლობის გაფლანგვის გაზრდილი რისკის წინაშე ვდგავართ. ამჟამად, 116 ქვეყანა ვერ აღწევს საერთო მიზანს მოსახლეობის 70%-ის აცრასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.