ავსტრალიის დედაქალაქ სიდნეის ქუჩებში ათასობით ექთანი გავიდა. ისინი დაბალ ხელფასებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ სამედიცინო დაწესებულებებში პერსონალის დეფიციტია, - ამის შესახებ BBC წერს.
ქვეყანაში „ომიკრონის“ გავრცელების ფონზე, ლაბორატორიულ და ჰოსპიტალურ სექტორებში დატვირთვა გაიზარდა. ექთნები ითხოვენ, არ დაავალდებულონ იმაზე მეტი პაციენტის მიღება და მოვლა, ვიდრე ეს მათ შეუძლიათ.