თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე, ერთ-ერთი მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა.
როგორც ცნობილია, სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ერთი დაშავებული ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, მეორე – ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მშენებლობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.