უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ორი წამყვანი ბანკის ოფიციალურ ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. შედეგად, შეფერხდა უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უკრაინის რამდენიმე სამინისტროსა და ბანკის ვებგვერდის მუშაობა.
უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრს არ უთქვამს, ვის ადანაშაულებს თავდასხმაში, თუმცა რუსეთზე მიანიშნებს.
„არ არის გამორიცხული, რომ აგრესორმა ბინძური ხრიკების ტაქტიკა გამოიყენა, რადგან მისი აგრესიული გეგმები ფართო მასშტაბით არ მუშაობს“, - ნათქვამია განცხადებაში.