გერმანიის კანცლერი: რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება პოლიტიკური კატასტროფა და მინსკის პროცესის დარღვევა იქნება

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" და "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარება შეიძლება, პოლიტიკური კატასტროფა იყოს.

„თუ სახელმწიფო სათათბიროს გადაწყვეტილება რეალობად იქცევა, ეს იქნება მინსკის პროცესის დარღვევა. ეს იქნება პოლიტიკური კატასტროფა", - განაცხადა შოლცმა სამშაბათს, 15 თებერვალს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების შემდეგ.

სახელმწიფო დუმამ ვლადიმერ პუტინს დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების თხოვნით მიმართა.