ბრიუსელში დღეს NATO-ს თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა იწყება, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გაუძღვება.
„NATO-ს თავდაცვის მინისტრები შეიკრიბებიან უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული კრიზისის განსახილველად, რომლის წინაშეც ევროპა ბოლო ათწლეულების განმავლობაში მდგარა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც დაგეგმილ მინისტერიალთან დაკავშირებით ისაუბრა.