ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: რუსეთმა კონკრეტული და ხელშესახები ნაბიჯი უნდა გადადგას, რომელიც უკრაინის გარშემო დეესკალაციას ცხადყოფს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ რუსეთმა კონკრეტული და ხელშესახები ნაბიჯი უნდა გადადგას, რომელიც უკრაინის გარშემო დეესკალაციას ცხადყოფს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა არჩევანი ომსა და პოლიტიკურ ჩართულობას შორის უნდა გააკეთოს.

„რუსეთის აგრესია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის სტაბილურობასა და მთლიანობას. ის ასევე საფრთხეს უქმნის მშვიდობას ევროპასა და მსოფლიოში“, - აღნიშნა შარლ მიშელმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.