საფრანგეთმა მოკავშირეებთან ერთად მალიდან საერთაშორისო ანტიტერორისტულ ოპერაცია „ტაკუბაში“ ჩართული სამხედროების კოორდინირებული გაყვანა გამოაცხადა.
„მალის გარდამავალი ხელისუფლების მხრიდან მრავალრიცხოვანი დაბრკოლებების გამო, კანადა და ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც ოპერაცია „ბარხანისა“ და „ტაკუბას“ ფარგლებში მოქმედებენ, მიიჩნევენ, რომ მალიში პოლიტიკური, ოპერატიული და სამართლებრივი პირობები აღარ არის დაკმაყოფილებული ტერორიზმთან ბრძოლაში სამხედრო ჩართულობის ეფექტურად გასაგრძელებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ნიგერი დათანხმდა ევროპული ძალების მასპინძლობას, რომლებიც ისლამისტ მებრძოლებს ებრძვიან.