"რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის კრიზისი თვეების განმავლობაში შეიძლება გააჭიანუროს", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა.
„ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ რუსები უკრაინის მახლობლად მდებარე სასაზღვრო რეგიონებიდან გადიან. რუსეთის სამხედრო გაძლიერებას შენელების ნიშნები თან არ ახლავს. რუსეთს შეუძლია ეს კრიზისი კიდევ უფრო გააჭიანუროს კვირებისა და თვეების განმავლობაში, რათა უკრაინას ძირი გამოუთხაროს და დასავლეთის ერთიანობას გამოწვევა შეუქმნას“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.