ჯო ბაიდენი: ჩვენ გვაქვს ყველა ნიშანი იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას

„ჩვენ გვაქვს ყველა ნიშანი იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ვერ ხედავს რუსული ძალების გაყვანის ნიშნებს და რომ შეერთებულ შტატებს აქვს „მიზეზი, დაიჯეროს“, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის მიზნით, ჩართულია ყალბი საბაბის შექმნის ოპერაციაში. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ძალიან მაღალი რისკი არსებობს და ეს რამდენიმე დღეში შეიძლება მოხდეს.