"COVID19-ისგან დარჩენილი რისკების მიუხედავად, დროა, აშშ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს", - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
როგორც მედიასაშუალებასთან საუბრისას აშშ-ის წამყვანმა ინფექციონისტმა აღნიშნა, ქვეყანა რთული არჩევანის წინაშე დგას.
"ქვეყანა რთული არჩევანის წინაშე დგას, როდესაც ცდილობს, დააბალანსოს მოქალაქეების ინფექციისგან დაცვის საჭიროება და პანდემიით გამოწვეული დაღლილობა. დროა, აშშ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს", - განაცხადა ფაუჩიმ.