ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი შეხვედრას გამართავენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრი სერგეი ლავროვი მომავალ კვირაში შეხვედრას გამართავენ.

17 თებერვალს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სერგეი ლავროვს შეხვედრა შესთვაზა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა 18 თებერვალს Twitter-ზე დაწერა, რომ პასუხად რუსებმა შეხვედრის დროდ შესთავაზეს მომავალი კვირის ბოლო, რასაც ამერიკული მხარე დათანხმდა იმ პირობით, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა აღარ მოხდება.

აშშ-მ 17 თებერვალს მიიღო პასუხი რუსეთისგან მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სამი კვირის წინ, რუსეთს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ წინადადებებზე დოკუმენტი გადასცა. მოსკოვმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ გასცა კონსტრუქციული პასუხი თავის წინადადებებზე „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ და შესაძლოა, „სამხედრო-ტექნიკური ზომები მიიღოს საპასუხოდ, ნათქვამია რუსეთის წერილობით პასუხში აშშ-სადმი, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით.

17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას.

15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან.


ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვს შეხვედრა შესთავაზა

ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე

რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა