უკრაინის საზღვრის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების ფონზე, დიდი ბრიტანეთი ესტონეთში დამატებით ჯარს გზავნის. გაერთიანებულ სამეფოს ასევე ჰყავს 1000 პერსონალი, რომელიც მზად არის ჰუმანიტარული რეაგირებისთვის, საჭიროების შემთხვევაში. დიდი ბრიტანეთი დამატებით ჯარებს ზავნას ესტონეთში, იმის შიშით, რომ რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებამ უკრაინის საზღვართან შეიძლება, გამოიწვიოს უფრო ფართო კონფლიქტი ევროპაში.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დიდი ბრიტანეთი გააორმაგებს პერსონალის რაოდენობას ესტონეთში. ის ასევე გაგზავნის დამატებით სამხედრო აღჭურვილობას, როგორიცაა, ტანკები და ჯავშანტექნიკა. ესტონეთში ჯარების და მასალების გადასროლის პროცესი უკვე დაწყებულია.
დიდმა ბრიტანეთმა ასევე გაგზავნა ოთხი დამატებითი თვითმფრინავი Typhoon კვიპროსში. ეს თვითმფრინავები მალე დაიწყებენ საჰაერო პატრულირების ოპერაციებს NATO-ს მოკავშირეებთან ერთად აღმოსავლეთ ევროპაში.
„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ევროპული თავდაცვა უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო ძალების გაძლიერების საპასუხოდ“, - განაცხადა ბენ უოლესმა.
130 ჯარისკაცისა და 60 მანქანისგან შემდგარი გერმანული კონტინგენტი ლიეტუვაში, NATO-ს საბრძოლო ჯგუფის დაგეგმილი გაძლიერების ფარგლებში ჩავიდა. ლიეტუვაში ალიანსის საბრძოლო ჯგუფების გაძლიერების ოპერაცია კვირის ბოლომდე გაგრძელდება. საერთო ჯამში, ქვეყანაში 350-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 100 მანქანა ჩავა.