ესტონეთმა უკრაინას „ჯაველინები“ მიაწოდა

ესტონეთმა უკრაინას ამერიკული წარმოების ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები მიაწოდა.

„ეს არის ესტონეთის მცირე ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად, მაგრამ ეს არის რეალური და ხელშესახები წვლილი რუსული აგრესიისგან დაცვაში“, - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის ძალების სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა მარტინ ჰერემმა.

NATO-ს წევრებმა ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ 21 იანვარს განაცხადეს, რომ უკრაინას ამერიკული წარმოების ჯავშანსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტებს მიაწვდიან. მათ გადაწყვეტილებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაუჭირა მხარი.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 18 თებერვალს უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინამ უკვე მიიღო 2000 ტონაზე მეტი ტვირთი საერთაშორისო პარტნიორებისგან თანამედროვე იარაღის, საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის სახით.


(Javeline - ამერიკული გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსია ტანდემური კუმულაციური ქობინით. რაკეტის მიზანზე გაყვანა ხორციელდება ავტომატურ რეჟიმში ინფრაწითელი გამიზვნის სისტემით, რითაც კომპლექსში უზრუნველყოფილია „გაისროლე-დაივიწყეს“ პრინციპი).