დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, NATO-ში უკრაინის გაწევრიანებაზე უარის თქმა არსებულ კრიზისს ვერ გადაჭრის. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„არა მგონია, რომ უკრაინისთვის NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა ამ სიტუაციიდან გამოსავალი იყოს, თუმცა ამ საკითხზე გადაწყვეტილება უკრაინამ უნდა მიიღოს. მსურს, რომ რუსეთმა აწარმოოს სერიოზული მოლაპარაკებები ნატოსთან, აშშ-თან, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. მოხარული ვიქნებოდი, თუ რუსეთი კვლავ შეასრულებდა შეთანხმებებს, მაგალითად ბუდაპეშტის მემორანდუმს ან ეუთოს შეთანხმებას. ეს ნდობასა და გამჭვირვალობას აღადგენდა“, - აცხადებს ლიზ ტრასი.