რუსეთმა უკრაინის NATO-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხი ომის საბაბად აქცია, რაც პარადოქსია, რადგან ამ საკითხზე გადაწყვეტილება დღის წესრიგში არ არის, – ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
გერმანიის ლიდერის თქმით, რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე იქნება სერიოზული შეცდომა მაღალი პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფასით.
ამასთან, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ დასავლეთი მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა „გულუბრყვილობის“ გარეშე.