გერმანიის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ NATO-ში, სწრაფი რეაგირების დანაყოფში თავის ძალებს მაღალ მობილიზაციაში მოიყვანს. რაც შესაძლებელს გახდის მათ უფრო სწრაფად განთავსებას, იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთთან დაძაბულობის ესკალაცია ამის საჭიროებას შექმნის.
გადაწყვეტილება, რომელიც 18 თებერვალს გამოცხადდა, NATO-ს მეთაურებთან და მოკავშირეებთან კონსულტაციით იქნა მიღებული - აცხადებს სამინისტრო ბერლინში.
ამასთან, განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი არის რეაქცია რუსეთის ქცევაზე და მისი მიზანია შემცირდეს დრო, რომელიც საჭირო იქნება დისლოკაციისთვის, თუკი ნატოს რეაგირების ძალის ჩართვა გახდება საჭირო.