აშშ და ბრიტანეთი უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის საბანკო სისტემაზე 15 თებერვალს განხორციელებულ კიბერთავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებენ.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილემ კიბერ და განვითარებადი ტექნოლოგიების საკითხებში ენ ნოიბერგერმა განაცხადა, რომ სწორედ რუსეთი პასუხისმგებელი უკრაინის ბანკებზე განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელიც ამ კვირის დასაწყისში მოხდა. მისივე თქმით, ფართომასშტაბიანი კიბერშეტევები უკრაინის ბანკებზე ასევე დაფინანსებული იყო რუსეთის მთავრობის მიერ.
„ეს არის რუსეთის სამხედრო დაზვერვა, რომელიც, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია თავდასხმებზე“, - განმარტა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
პარალელურად, დიდი ბრიტანეთმაც განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა დიდი ალბათობით მონაწილეობდა DDoS-ის ტიპის შეტევაში.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული მოქმედებების მაგალითი.
უკრაინის მთავრობის არაერთი ვებსაიტი და საბანკო სერვისმა განიცადა უპრეცედენტო DDoS თავდასხმები. თავდასხმის სამიზნე იყო თავდაცვის სამინისტრო, შეიარაღებული ძალები და რიგი სხვა სამთავრობო უწყებები, ასევე ეროვნული ბანკი, ელექტრონული მმართველობის სერვისების (Diia) პორტალი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Sberbank-ისა და Privatbank-ის ონლაინ ბანკინგის სერვისები, ასევე, კომერციული ბანკები.