დიდი ბრიტანეთის დედოფალს ელისაბედ II-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბუკინგემის სასახლეში აცხადებენ, რომ მონარქს მსუბუქი გაციების სიმპტომები აქვს.
„ის სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ არის და დაიცავს ყველა შესაბამის მითითებას", - ნათქვამია სასახლის განცხადებაში.
დედოფალს ჰქონდა კონტაქტი უფროს შვილთან და მემკვიდრესთან, უელსის პრინცთან, რომელსაც ვირუსი გასულ კვირას დაუდასტურდა.