საქართველოს პრეზიდენტის ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტის ახალი ვებგვერდი ახალ მისამართზე www.president.ge - ზე განთავსდა.
ადმინისტრაციის განცხადებით, ინტერნეტმისამართის ცვლილება მოხდა საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე.
საიტზე ინფორმაციის გაცნობა ქართულ, ინგლისურ და აფხაზურ ენაზე იქნება შესაძლებელი. ვებგვერდზე ასევე განთავსებულია საქართველოს პრეზიდენტების საარქივო მასალაც.