ავსტრალიამ საერთაშორისო ვიზიტორებისთვის საზღვრები გახსნა

ავსტრალიამ საერთაშორისო ვიზიტორებისთვის საზღვრები გახსნა, - ამის შესახებ BBC წერს.

ამასთან, კორონავირუსის ორი დოზით აცრილ ვიზიტორებს არ მოუწევთ კარანტინის გავლა, თუმცა, აუცრელები, საკუთარი ხარჯებით, 14 დღით, სასტუმროში უნდა გადავიდნენ იზოლაციაში.

მოგზაურებს შეუძლიათ, ესტუმრონ ქვეყნის ყველა შტატს, გარდა დასავლეთ ავსტრალიისა (ეს შტატი ავსტრალიის 33%-ს იკავებს), რომელიც 3 მარტამდე ჩაკეტილი დარჩება.