იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო იმუნიტეტ დაქვეითებული ადამიანებისთვის კოვიდვაქცინის მეოთხე დოზით აცრის რეკომენდაციას ვაქცინაციიდან გასცემს. ვაქცინაცია 120 დღის გასვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
„მთავრობის მიერ დანიშნული სპეციალური კომისარი დაადგენს რეკომენდაციის ძალაში შესვლის თარიღს ვაქცინაციის კამპანიის საჭიროებიდან გამომდინარე“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
უწყების განმარტებით, „ბუსტერ“ დოზამ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის თავიდან აცილების თვალსაზრისით ეფექტიანობა აჩვენა. ე.წ. გამაძლიერებელი დოზა ასევე ეფექტიანია ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილების თვალსაზრისით.