„თქვენ ვერ მიიღებთ იმას, რომ წყნარად ისე ჩავქრე, ვითომ არაფერი. თქვენ ნახავთ, თუ საჭირო გახდა, როგორ თავაწეული კვდებიან ნამდვილი პრეზიდენტები და ნამდვილი ლიდერები“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროცესზე განაცხადა.
„ეს არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩემს ხალხს... ეს არის ჩემი შენატანი საქართველოს უკეთესი მომავლისთვის...ჩემი მოთხოვნაა ადეკვატური ჯანმრთელობის დაცვის განხორციელება, როგორც ეს არის მოთხოვნილი სახალხო დამცველის კონსილიუმის და ცენტრ „ემპათიას“ მიერ და დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო ექსპერტების მიერ, რომლებიც რომ შემოუშვან, იტყოდნენ. ეს არის, ვისაც აინტერესებს კონკრეტული მოთხოვნა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ადვოკატების განცხადებით, რუსთავში დაბრუნების შემდეგ, სააკაშვილთან მის მკურნალ ექიმსა და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს არ უშვებენ.
მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს და იმავე დღეს გამოაცხადა შიმშილობდა. 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს. დეკემბრის ბოლოს ის რუსთავის ციხეში დააბრუნეს.
ასევე წაიკითხეთ: 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია