აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს რუსეთის პრეზიდენტისთვის, კერძო საუბრებში, უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არანაირი გარანტია არ მიუცია.
თეთრი სახლის მაღალჩინოსნის თქმით, არ მომხდარა რაიმე პოზიციის ცვლილება აშშ-ის ხედვაში და ალიანსი ინარჩუნებს ღია კარის პოლიტიკას.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მას განუცხადა, რომ უკრაინას „ხვალ NATO-ში არ მიიღებენ“.
„ამერიკელმა კოლეგამ დამარწმუნა, რომ უკრაინას NATO-ში „ხვალ“ არ მიიღებენ. უფრო მეტიც, რაღაც მორატორიუმია შესაძლებელი“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.