უკრაინასთან დაკავშირებული სიტუაციის გაუარესების გამო, გაეროს გენერალურმა მდივანმა გააუქმა მოგზაურობა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში დაბრუნდება.
ამის შესახებ მისმა წარმომადგენელმა განაცხადა.
მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო კონსულტაციების გამართვის თხოვნით მიმართა.
ამავე თემაზე
იენს სტოლტენბერგის საგანგებო განცხადება პუტინის მიმართვის შემდეგ
ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა