გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, კრიზისული პირობების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე Nord Stream 2-ი ვერ გაგრძელდება, რის გამოც, მისი დამტკიცების პროცესი შეჩერდა.

ოლაფ შოლცმა ბერლინში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მთავრობა იღებს ზომებს უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ.


მილსადენის პროექტის მშენებლობა დასრულებულია, მაგრამ პროექტს ჯერ კიდევ სჭირდებოდა მარეგულირებლის სერტიფიკატი გერმანიის ხელისუფლებისგან. 7 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერას უმასპინძლა და ერთობლივ პრესკოფერენციაზე განაცხადა, რომ პროექტი ვერ განხორციელდება, თუ რუსული ტანკები და ჯარები გადაკვეთენ უკრაინის საზღვარს.

ივლისში,  „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტთან დაკავშირებით, აშშ-სა და გერმანიას შორის შეთანხმების თანახმად, გერმანიამ ვალდებულება აიღო, ზომები, მათ შორის სანქციები მიიღოს (როგორც ეროვნულ, ისე ევროკავშირის დონეზე) იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება, ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას განახორციელებს.

პროექტის შესახებ

ამ გაზსადენით რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანია წელიწადში 100 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს, თუმცა გაზსადენის ბალტიის ზღვის სექტორის მშენებლობა 2020 წელს აშშ-ის სანქციების გამო შეჩერდა. აშშ და რამდენიმე ევროპული სახელმწიფო აცხადებდნენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ კიდევ უფრო გაზრდის რუსეთზე ევროპის ენერგეტიკულ დამოკიდებულებას და შემოსავლებს დააკარგვინებს უკრაინას, რომლის ტერიტორიაზე გამავალი ძველი გაზსადენითაც იღებს ევროპა ბუნებრივ აირს. რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ მიერ კონტროლირებადი გაზსადენის მშენებლობის დასრულებისათვის, საჭიროა მილების გაყვანა დანიისა და გერმანიის წყლებზე გამავალ 150 კილომეტრის მონაკვეთზე.


ასევე წაიკითხეთ

შოლცმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზე ისაუბრა: გერმანიამ აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს გაზის ტრანსპორტირება ევროპაში

გერმანიის გარემოს დაცვითმა ორგანიზაციამ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა