აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიოებისმ დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარება“ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაწყისად შეაფასა.
- გასაგებად რომ ვთქვათ, რუსეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინის დიდი ნაწილი მიაქვს. წუხელ პუტინმა რუსეთის ძალებს ამ რეგიონებში განლაგების უფლება მისცა. დღეს ის ამტკიცებდა, რომ ეს რეგიონები უფრო ფართოა, ვიდრე ის ორი ტერიტორია, რომელიც მან „აღიარა“.
ბაიდენის თქმით, პუტინი ირიბად დაემუქრა წარსულში რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს, მათ შორის ქვეყნებს, რომლებშიც დღეს დემოკრატია ყვავის და რომლებიც NATO-ს წევრები არიან.
- შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ღია ვართ დიპლომატიისთვის, თუ ის სერიოზულია. ბოლოს, რუსეთს მისი ქმედებებით და არა სიტყვებით განვსჯით. როგორიც არ უნდა იყოს რუსეთის შემდეგი ნაბიჯი, მზად ვართ, ერთიანად და მტკიცედ ვუპასუხოთ. იმედი მაქვს, დიპლომატია ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია.
ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა