ბურკინა-ფასოს სამხრეთით მდებარე ოქროს მაღაროში, დაუგეგმავად, ასაფეთქებელ მოწყობილობას ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა. შედეგად, 60-მდე ადამიანია დაღუპული, - ამის შესახებ BBC წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან.
ცნობისთვის, ბურკინა-ფასო აფრიკაში ოქროს ერთ-ერთი უმსხვილესი მომპოვებელია.