აშშ ვლადივოსტოკში საკონსულოს დახურავს, ეკატერინბურგში კი საკონსულოს მუშაობას შეაჩერებს. ამის შესახებ ამერიკული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს. ამ ცვლილებების შემდეგ მოსკოვში აშშ-ის საელჩო განაგრძობს მუშაობას.
მედიამ პრესმდივნის მიერ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ წერილი მოიპოვა, რომლის თანახმადაც ცვლილებების მიზანი რუსეთში აშშ-ის მისიის მუშაობის ოპტიმიზაციაა.
ამ ინფორმაციას წინ უძღოდა სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადება, რომ აშშ-ის სამთავრობო უწყებებსა და სხვა ობიექტებზე განხორციელებულ კიბერიერიშზე პასუხისმგებელი რუსეთია.