„დღეს სიმართლე იქაა, სადაც ადამიანები საკუთარი ქვეყნის საზღვრებს იცავენ და სადაც კაცობრიობა სიბნელეს უპირისპირდება. დღეს მილიტარიზმით და იარაღის ჟღარუნით შეპყრობილი ადამიანების დრო არაა“, მიიჩნევს ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი, რომელიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას ეხმაურება:
- ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ, არის ომი ცივილიზაციასა და ტირანიას შორის... ისტორიის კანონზომიერებიდანაც ვიცით, რომ არ არსებობს აგრესიამ, სიბნელემ, სხვების განადგურების სურვილმა, მარცხი არ განიცადოს საბოლოოდ...
- დღეს სიმართლე იქაა, სადაც ადამიანები საკუთარი ქვეყნის საზღვრებს იცავენ და სადაც კაცობრიობა სიბნელეს უპირისპირდება. დღეს მილიტარიზმით და იარაღის ჟღარუნით შეპყრობილი ადამიანების დრო არაა. ეს საუკუნე ტექნოლოგიების განვითარების, ინოვაციების, სტარტაპების, მედიცინის მიღწევების, ადამიანების კეთილდღეობაზე ორიენტირებული პოლიტიკის საუკუნე უნდა იყოს და ამ ყველაფრის მტრები და დამპაუზებლები საკადრისაც უნდა დაისაჯონ სრულიად კაცობრიობის სახელით.
პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა
ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს