რუსეთმა დონბასში სპეცოპერაცია დაიწყო, უკრაინაში კი, საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„დღეს პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა სპეციალური სამხედრო ოპერაცია დონბასში. რუსეთმა დაარტყა ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურას და ჩვენს მესაზღვრეებს, სასაზღვრო რაზმებს. აფეთქებები ისმოდა უკრაინის ბევრ ქალაქში.
ჩვენ ვაწესებთ საომარ მდგომარეობას ჩვენი სახელმწიფოს ყველა ტერიტორიაზე. ერთი წუთის წინ პრეზიდენტ ბაიდენს ვესაუბრე. შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება.
დღეს რაც თქვენგან გჭირდებათ, სიმშვიდეა. დარჩით სახლში, თუ ეს შესაძლებელია. ჩვენ ვმუშაობთ, მუშაობს ჯარი, მუშაობს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური. მე, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო და უკრაინის მინისტრთა კაბინეტი ვიქნებით თქვენთან მუდმივ კონტაქტზე. ჩვენ უკრაინა ვართ!
ამავე თემაზე
პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა
ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს