რუსეთის ინტერვენციის ფონზე ევროკავშირი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და ასევე საქართველოსა და მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას უდასტურებს. ამის შესახებ ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაში.
"ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის, მათ მიერ დემოკრატიულად არჩეული ინსტიტუტებისა და წარმომადგენლების გვერდით. ევროკავშირი ასევე ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას და ერთგულებას საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“, – ნათქვამია ბორელის განცხადებაში.
ამავე თემაზე
დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს
პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა
ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს