პატრიარქი: გუშინ და დღეს განვითარებული მოვლენები უკვე სერიოზული სისხლისღვრის საფრთხის შემცველია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე აცხადებს, რომ გუშინ და დღეს განვითარებული მოვლენები უკვე სერიოზული სისხლისღვრის საფრთხის შემცველია, თუმცა შესაძლებლობა ვითარების დარეგულირებისა კიდევ არის.

„საქართველოს მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ამიტომაც, გულისტკივილით ვადევნებდით თვალს უკრაინასთან მიმართებაში შექმნილ დაძაბულ ვითარებას. აღვნიშნავთ, რომ გუშინ და დღეს განვითარებული მოვლენები უკვე სერიოზული სისხლისღვრის საფრთხის შემცველია, თუმცა შესაძლებლობა ვითარების დარეგულირებისა კიდევ არის. ეს არის შესაძლებლობა საყოველთაო მშვიდობის შენარჩუნებისაც. შევთხოვთ ყოვლადწმინდა სამებას, მშვიდობა მომადლოს უკრაინის მოსახლეობას და მთელ მსოფლიოს. ღმერთი მშვიდობისა იყოს ყოველთა თანა, ამინ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე

დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს

პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა

ო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს

BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის

ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებულ