რუსეთი თავს დაესხა არა მხოლოდ დონბასს, არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მან მოუწოდა რუსეთს სასწრაფოდ გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს სექტორულ სანქციებს დაუწესებენ.
„დღეს დილით რუსული ჯარები შეიჭრნენ უკრაინაში, სუვერენულ და თავისუფალ ქვეყანაში და ახლა იქ უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან. ჩვენ ვგმობთ ამ ბარბაროსულ აქტს და იმ ცინიკურ არგუმენტებს, რომელიც რუსულ მხარეს მოჰყავს. სინამდვილე კი ის არის, რომ პუტინმა დააბრუნა ომი ევროპაში. ამ საშინელ წუთებში ევროკავშირი დგას უკრაინელი ხალხის გვერდით. რუსეთი თავს დაესხა არა მხოლოდ დონბასს, არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ის საფრთხეს უქმნის რუსი ხალხის მომავალსაც, რის გამოც მას დიდი საფასურის გადახდა მოუწევს", - განაცხადა მან.
ამავე თემაზე
დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს
პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა
ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს