NATO-ს საბრძოლო დანაყოფები საერთოდ არ არის უკრაინაში. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ არავითარი გეგმები არ გვაქვს, NATO-ს ძალები გადავისროლოთ უკრაინაში, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვზრდიდით NATO-ს ძალებს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის, NATOო-ს ტერიტორიაზე. უკრაინა არის მაღალღირებული პარტნიორი, მრავალი წლის განმავლობაში ვეხმარებით უკრაინას. ვცდილობთ, თანამედროვე სამხედრო ძალების შექმნაში დავეხმაროთ. ჩვენ ვაძლიერებთ მათ შეიარაღებულ ძალებს, ასევე ნატო-ს მოკავშირეები ვმუშაობთ კიბერთავდაცვის უსაფრთხოებაზე, მაგრამ ნატო-ს ძალები უკრაინაში არ არიან", - განაცხადა მან.
ცნობისთვის, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელორუსის ტერიტორიიდან.
NATO უკრაინაზე რუსეთის შემზარავი თავდასხმის ბელორუსის მხრიდან ხელშეწყობას უმკაცრესად გმობს.
ასევე წაიკითხეთ
პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა
ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს
BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის
ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნის ინიციატივით მიმართა